ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, პირებმა, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებსა და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრებში, კომპენსაციის მისაღებად უნდა წარადგინონ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის რეგისტრაციის სტატუსი. ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია ამ სტატუსის მქონე 7 000-მდე პირი.
გარდა ამისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები კომპენსაციის მიღებას შეძლებენ მიკრობიზნესად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
გაიგეთ, რა შემთხვევაში მიიღებთ კომპენსაციას, თუ თვითდასაქმებული ხართ
ამ ეტაპზე უკვე იდენტიფიცირებულია 150 ათასამდე თვითდასაქმებული
თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. ფიზიკურმა პირმა კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა.