ჰიუ ჯეკმანი პაპარაცებმა სიდნეიში გადაიღეს. 56 წლის მსახიობი პაპარაცებმა იმ დროს აღბეჭდეს, როდესაც თავის კოლეგას და ძველ მეგობარს, ჯინა ჩიკს დიდი ემოციებითა და სიხარულით შეხვდა.
მათ მთელი დღე სანაპიროზე გატარეს და ბევრი ისეირნეს. მხიარულ ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„რა ქნას, მოსწონს დიდი გოგონები“, „აი შეხვედრაც ამას ჰქვია“, „როგორი ბედნიერები არიან“, „ჰიუ ჯეკმანი და მისი დიდი ქალები“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, 27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი ფერნისი ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ. მათ შორის 13 წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო. ბოლო პერიოდში კი აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ჰიოუს ახალ გატაცებაზე. მედიის ცნობით მსახიობი კოლეგას, 49 წლის სატონ ფოსტერს ხვდება.