LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა როლი აქვს კომუნიკაციებს  საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში – FM ქოუჩი

25
giorgibarkalaia20

გადაცემის ლაივი LIVE

რა როლი აქვს კომუნიკაციებს  საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ კავკასიის კომუნიკაციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბარკალაიამ ისაუბრა.

რა არის სწორი კომუნიკაცია?

ჩვენ საკმაოდ ხშირად ვუყურებთ პრეს-რელიზის გავრცელებას, თუმცა მხოლოდ ეს არ არის კომუნიკაცია. კომუნიკაცია იწყება ბევრად უფრო ადრე, როცა ჩვენ ვეკითხებით მომხმარებელს, რა უნდა, რა მოსწონს. კომუნიკაცია მოდის მომხარებელისგან, შემდეგ ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ შესაბამისი კომუნიკაცია მას. დამკვეთი არის ის, რომელსაც ჩვენ უნდა მოვერგოთ, ვიზრუნოთ, მოვეფეროთ. თუ დამკვეთი ბედნიერია, შესაბამისად ჩვენც ვიქნებით ბედნიერი, შესაბამისად კომუნიკაცია შედგა. კომუნიკაცია არ სრულდება სერვისის მიწოდებით, რადგან შემდგომ არის რამდენიმე ეტაპი, მომხარებელი ხდება ჯერ კლიენტი, შემდეგ ადვოკატი და ბოლოს სურს კომპანიის აქციების თანამონაწილე გახდეს.

როგორ ესმით კომუნიკაცია მსოფლიოში?

კოლუმბიის უნივერსისტეტის პროფესორის გამოსვლას ვუსმინე, ერთ-ერთი მაგალითი, რაც მან მოჰყვა იყო შემდეგი: იაპონიაში მან შეუკვეთა მწვანე ჩაი და მოითხოვა შაქარი, რაზეც უპასუხეს, რომ მწვანე ჩაი შაქართან არ ისმევა, მოთხოვნის გამეორების შემდეგ უთხრეს, რომ შაქარი არ აქვთ. ამის შემდეგ მან შეუკვეთა ყავა, რომელთან ერთადაც მოუტანეს შაქარი. აქედან დასკვნა, ყველაფერს აქვს თავისი წესები და გზა. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მომხმარებლები, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, რომელიც გვეუბნება, რომ არის წესები, თუ სურვილი გაქვს პროდუქტი წესების დაცვით უნდა იყიდო. იაპონიაში სურთ ყავდეთ კმაყოფილი მომხმარებელი, მაგრამ ისინი ბრენდის წესებს პატივს სცემენ. მომხარებელი მართალია, მაგრამ შენი წესების ჩარჩოში.

რა წყაროები არსებობს მომხარებელთან კომუნიკაციისთვის?

ბევრი ამბობს, რომ Facebook-ით გაკეთებული რეკლამა ურჩევნია ტელევიზიაში გასულ რეკლამას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რა პროდუქტი უნდა ნახოს მომხარებელმა სოციალურ ქსელში და რა ტელევიზიით.

ჩვენ კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე შევქმენით კავკასიის კომუნიკაციის ცენტრი, რომლის შექმნის მიზანია კომუნიკაციის სფეროში საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, უახლეს მიდგომებზე დაფუძნებული პლატფორმების შესწავლა-შეთავაზება, სტრატეგიების, ტექნოლოგიების შემუშავება, ადაპტირება და დანერგვა.

ჩვენი მსმენელები შეძლებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას, სამოქმედო გეგმის ტაქტიკური ნაბიჯების განსაზღვრას; კამპანიების დაგეგმვას, მართვას და შედეგების მონიტორინგს და სხვ. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეიძენენ სპეციალურ ცოდნას „ყალბი ახალი ამბების“ ამოცნობა-იდენტიფიკაციასა და მისი გავრცელების არეალის შეზღუდვის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g