LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საერთო აქვს კვარაცხელიას და მარადონას? საერთო კი არა, რითი აჯობა ხვიჩამ დიეგოს – ვიდეო

105
Screenshot 2022-08-17 173152

ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ დებიუტს „ნაპოლიში“ მთელი საქართველო აღფრთოვანებით შეხვდა, ჩვენიანის მისამართით ქებას არ იშურებს არც იტალიური მედია და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ასე და ამაზე უკეთესად წავა ხვიჩას საქმე.

რაც შეეხება სათაურში დასმულ შეკითხვას, რა აკავშირებს კვარაცხელიას და მარადონას? გასაგებია, რომ მთავარი ერთი გუნდია – „ნაპოლი“ და ეს უკვე რამდენს ნიშნავს ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის. მაგრამ დამთხვევა ნახეთ რაშია – მარადონას დებიუტი „ნაპოლიში“ შედგა 1984 წლის 16 სექტემბერს… ვერონაში, „ბენტეგოდიზე“ „ვერონას“ წინააღმდეგ. აი რა საერთო აქვთ?
და რით აჯობა ხვიჩამ დიეგოს? – მოგეხსენებათ, ხვიჩას „ნაპოლიმ“ 5:2 მოიგო, ხოლო დიეგოს რთული დებიუტი გამოუვიდა და მისმა „ნაპოლიმ“ 1:3 წააგო.

თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ის „ვერონა“ სულ სხვა დონის გუნდი იყო. მეტიც იმ წელს იტალიის ჩემპიონატი ამდენ გრანდებში, ცოტა მოულოდნელად, სწორედ „ვერონამ“ მოიგო. მაშინ კარს გარელა იცავდა, ის მეკარე, რომლის ხსოვნას მიეძღვნა კიდეც „ვერონა“-„ნაპოლის“ ორშაბათის მატჩი და მის საპატივსაცემოდ დაიწყო თამაში წუთიერი დუმილით.

იმ დროში კლუბებს მხოლოდ ორი უცხოელის ყოლის უფლება ჰქონდათ, ვერონელთა რიგებში გერმანელი ბრიგელი (ანგარიში სწორედ მან გახსნა) და გიგანტური აღნაგობის, უბრალოდ შეუჩერებელი დანიელი პრებენ ელკიაერ-ლარსენი თამაშობდნენ.

კიდევ გვინდა ერთი საერთო აღმოაჩნდეთ ხვიჩას და დიეგოს – ნეაპოლური კარიერის ბოლოს ქართველიც ამ კლუბის და ქალაქის ლეგენდა გახდეს.

 

https://www.youtube.com/watch?v=gOsc8j1MM9s&feature=emb_logo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები