LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შედეგი აქვს სკულპტრას – სილამაზის აკადემია

829
ნინო-გოგიბერიძე

რა შედეგი აქვს სკულპტრას – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კარაპს მედლაინის დერმატოლოგმა, ინექციონისტმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.

რა არის სკულპტრა?

სკუპლტრა ბაზარზე ახალი პრეპარატია. სკულპტრა არის პოლი-L-რძემჟავა – ბუნებრივი კოლაგენის პირველი და ყველაზე ძლიერი სტიმულატორი. სკულპტრა გამოიყენება ასაკობრივი ცვლილებების საწინააღმდეგოდ, კერძოდ:

კანის ტონუსისა და სიმკვრივის გასაუმჯობესებლად, ბუნებრივი კოლაგენის ხარჯზე კანის ლიფტინგისთვის, წვრილი ნაოჭების და ღარებისა გასასწორებლად, დარღვეული ოვალის ფორმირებისთვის, ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული კანის ატროფიული ნაწილების შესავსებად.

შედეგი შესამჩნევია 1 თვეში და ნარჩუნდება 2 წელზე მეტი დროით.

შეიძლება თუ არა კოლაგენის დალევა?

კოლაგენის დალევა არ არის აუცილებელი, თუმცა არც არაფერს ავნებს კანს. მე უფრო მომხრე ვარ ამინომჟავების დანამატების მიღების, ისიც C ვიტამინთან ერთად.

აუცილებლად მინდა გკითხო ტუჩების პერმანენტზე, როგორ სჯობს, ჯერ ფილერის გაკეთება და მერე პერმანენტის თუ პირიქით?

ჯერ უნდა გაკეთდეს პერმანენტი, მერე ფილერი. რადგან თუ ჯერ შევიყვანთ ფილერს, მეტი რისკია რომ ის ტუჩში არათანაბრად გადანაწილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები