რა შედეგს იძლევა აბდომინოპლასტიკა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კლინიკა „რენიუსის“ პლასტიკურმა ქირურგმა გუგა მიქაუტაძემ ისაუბრა.
რა არის აბდომინოპლასტიკა?
აბდომინოპლასტიკა ეს არის მუცლის წინსაფარის გალამაზება და კორექცია, ამ ოპერაციაზე ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ მკვეთრი მატება, ორსულობის შემდგომი პერიოდი. არსებობს ამ ოპერაციის ორი სახეობა – კლასიკური აბდომინოპლასტიკა, რომელიც არის საკმაოდ დიდი ოპერაცია, და მეორე არის – მინი აბდომინოპლასტიკა.
როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?
ოპერაციის შემდგომ პაციენტი ორი ღამე რჩება კლინიკაში, ვასწავლით როგორ უნდა ატაროს ბანდაჟი. ფიზიკური აქტივობა არის შეზღუდული რამდენიმე კვირის განმავლობაში.
აბდომინოპლასტიკის შემდგომ პაციენტს ერთი თვე სჭირდება ბანდაჟის ტარება, სასურველია ოპერაცია სიგრილეში ჩატარდეს. მინი აბდომინოპლასტიკის შემთხვევაში განაკვეთი საკმაოდ პატარაა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მარტივად გასავლელია.