LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეემთხვა ცისანა სეფიაშვილს: „დილის ექვს საათამდე ამ 12 600 000 დოლარს ვანაწილებდი იმ ადამიანებზე, ვისაც ბინა არ აქვს, კრედიტი აქვს დასაფარი და ასე შემდეგ…“

813
ცისანა სეფიაშვილი

ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ სახალისო ამბავს უყვება, როგორ ეგონა, რომ მას დიდი ოდენობის თანხა დაუტოვეს მემკვიდრეობად:

„ცოტა ხნის წინ ძალიან კურიოზული ამბავი შემემთხვა. უცებ მომდის შეტყობინება სოციალურ ქსელში, რომ გარდაიცვალა ვიღაც სეფიაშვილი და მე დამიტოვა 12 600 000 დოლარი. რა თქმა უნდა, დავიჯერე, რადგან მჯერა სასწაულების. ამ წერილის გამომგზავნს მივწერე, რომ მეორე დღეს იურისტთან ერთად დავუკავშირდებოდი. გავიქეცი და ჩემს მეგობარს, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, ვაღვიძებ სამ საათზე. ვეუბნები, ხომ სულ ვამბობდი, რომ ეს მოხდებოდა და და აი, ნახე-მეთქი. ჩემი მეგობარი ჩემსავით მეოცნებეა და მანაც დაიჯერა (იცინის). დილის ექვს საათამდე ამ 12 600 000 დოლარს ვანაწილებდი იმ ადამიანებზე, ვისაც ბინა არ აქვს, კრედიტი აქვს დასაფარი და ასე შემდეგ. ისე მოხდა, რომ არ მეყო ეს ფული, ვერ გავანაწილე ადამიანებზე და ხელახალ წრეზე წავედი…“

როგორც ცისანა ჰყვება, ჯერ შვილმა, შემდეგ კი მეგობრებმა უთხრეს, რომ ეს რეალური ამბავი არ იყო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიჯერა, რომ სიმართლე არ იყო…

„ჩემი“ – ცისანა სეფიაშვილი რძალთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

ცისანა სეფიაშვილი: „ორი ოჯახი დამენგრა, რაც ჩემთვის ტრაგედიაა…“

ცისანა სეფიაშვილი: „49 წლის გავხდი და ძალიან მომწონს ჩემი ასაკი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები