LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში დაეკისრებათ მძღოლებს 20 და 50 ლარის ოდენობის ჯარიმა

16

ტელეკომპანია იმედის ეთერში, ყოველ ოთხშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის ”საგზაო უსაფრთხოების პროგრამის” საინფორმაციო განხილვა ეწყობა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია იმ პუნქტების შესახებ, რომელიც გარკვეულ ჯარიმებს, აკრძალვებსა თუ შენიშვნებს ითვალისწინებს.

ამჯერად საქმე გვაქვს 20 და 50 ლარის ოდენობის საურავთან. 20 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მძღოლს გამოეწერება იმ შემთხვევაში, თუ ქვეითად მოსიარულეს არ დაუთმობს გზას ზებრაგადასასვლელზე. ხოლო 50 ლარის ოდენობის საურავი დაეკისრება მძღოლს იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილება საგზაო ნიშანს, რომელიც კრძალავს კონკრეტულ ქუჩაზე შესვლას.

შეგახსენებთ, რომ ”საგზაო უსაფრთხოების პროგრამით” გათვალისწინებული ჯარიმები, აკრძალვები თუ შენიშვნები, მისი ოფიციალურად დაკანონების შემდეგ ამოქმედდება. ამ ეტაპზე, კანონპროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები