LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიახლით იქნება წარმოდგენილი Samsung-ის ახალი სმარტფონი

38

S-LCD-ს ინჟინერმა, გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპანია Samsung-ი, ჩარჩოს გარეშე(წინა მხრიდან) დისფლეის მქონე სმარტფონზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სმარტფონი უკვე წარმოადგინა ჩინურმა მწარმოებელმა Xiaomi-მ.

გამომცემლის ინფორმაციით, სამხრეთ კორეული გიგანტი ახალ მოდელს 2017 წელს წარმოადგენს. დისფლეი წინა ანფასის 90%-ს დაიკავებს, განსხვავებით Xiaomi-ს Mi MIX-სგან, რომლის დისფლეიც წინა მხარის 91.1%-ს შეადგენდა.

იქნება თუ არა აღნიშნული ტექნოლოგიით დამზადებული ფლაგმანური ხაზი Galaxy S8 და Galaxy S8 Edge, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები