LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სურთ ქალებს – სილამაზის აკადემია

639
მარიამ-წივწივაძე

რა სურთ ქალებს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა მარიამ წივწივაძემ ისაუბრა.

რა არის ტრენდული დღეს?

ტრენდულია უფრო მეტად ბუნებრიობა. ქალებს სურთ მოვლილი სხეული, ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალებს ფორმები ეცვლებათ, ამიტომ სურთ უფრო მეტად მიუახლოვდნენ იმ ფორმებს რაც ჰქონდათ ადრე. აქცენტია მკერდზე, თეძო-დუნდულებზე.

რამდენად ხშირია კომბინირებული ჩარევები?

დღეს ესთეტიკური სფერო ძალიან განვითარებულია. 16 წლიდან გოგონები იწყებენ თავის მოვლას და სხვადასხვა სახის ჩარევები ხორციელდება, ყველაზე ხშირად ფილერით. პარალელურად კეთდება პლასტიკებიც , რომ მიიღონ სასურველი შედეგი. თუმცა ბუნებრივია, ასაკს აქვს დიდი მნიშვნელობა. ძალიან პატარა ასაკში, თუ ამის ჩვენება არ არის, პლასტიკები არ კეთდება.

რატომ იცვლიან ქალები გარეგნობას, რამდენად გაცნობიერებულია ეს პროცესი?

არის შემთხვევები, რომ ქალები იცვლებიან პარტნიორების გამო, ან მშობლების რჩევით იკეთებენ ჩარევებს. პარტნიორები მოჰყვებიან და მიუთითებენ, რა უნდა გაიკეთონ, თუმცა ჩვენ ამ დროს ვაძლევთ მოფიქრების საშუალებას, რადგან ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხორციელდება ამ პიროვნებას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ნამდვილად უნდა.

კაცები რამდენად ხშირად მოგმართავენ?

მომართვიანობა კაცების შემთხვევაშიც ხშირია, ქალებისგან განსხვავებით, კაცებს პარტნიორები არ მოჰყვებიან, თუმცა ალბათ, მათი ცვლილებაც ნაწილობრივ განპირობებული და ნაკარნახევია ქალების მიერ.