LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თანხა დაიხარჯა ინკლუზიურ განათლებაზე 2021 წელს – IDFI-ის ანგარიში

75
ბავშვი

2021 წელს განათლებაზე, მეცნიერებაზე და პროფესიულ მომზადებაზე დანახარჯები დაახლოებით 2.2 მლრდ. ლარია, რაც მშპ-ს 3.6%-ს შეადგენს –  ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში განათლების სექტორის მიმოხილვას, ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირებას შეეხება.

IDFI-ის ინფორმაციით, 2021 წელს განათლებაზე, მეცნიერებაზე და პროფესიულ მომზადებაზე დახარჯული 2.2 მლრდ. ლარიდან ინკლუზიურ განათლებაზე მხოლოდ 1.2% დაიხარჯა. ასევე, საქართველოს მოსახლეობის 13.2% ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს და 2021/22 წლის მონაცემებით, 207 არაქართულენოვან სკოლაში 54,325 მოსწავლეა. 2021/22 წლის მონაცემებით კი, სკოლებში 10,684 სსსმ მოსწავლეა.

ენის ბარიერი, მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობა, სახელმძღვანელოების თარგმანის დაბალი ხარისხი - IDFI ეთნიკური უმცირესობების გამოწვევების შესახებ

"2021 წ. პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა 250 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რაც 17-ჯერ აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს".

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა განათლების სექტორის მიმოხილვას, ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირებას შეეხება.

“2021 წ. პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა 250 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რაც 17-ჯერ აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. 2020 წ. COVID-19 პანდემიის გამო, პროფესიულ სასწავლებლებში მხოლოდ 164 სსსმ სტუდენტი ჩაირიცხა (-37% წ.წ.). იგივე მაჩვენებელი 201-მდე გაიზარდა 2021 წელს. ამავდროულად, 2021 წ. გაორმაგდა სსსმ პირებს შორის სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.

2010 წლიდან 2018 წლამდე 5-ჯერ გაიზარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების რაოდენობა. 2021 წ. 2,665 აბიტურიენტი დარეგისტრირდა არაქართულენოვან უნარების გამოცდაზე, რაც აბიტურიენტების 7%-ს შეადგენს +3 პ.პ.-ით მეტი ვიდრე 2010 წელს. 2021 წ. საქართველოში უმუშევრობის დონემ უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაში 15.5% შეადგინა, რაც ბევრად მაღალია ვიდრე OECD (6.1%) და ევროკავშირის (5.5%) ქვეყნებში”, – აღნიშნულია კვლევაში.

IDFI-ის ინფორმაციით, ჩატარებულმა ფოკუს ჯგუფებმა გამოავლინა, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის  გამოწვევაა ენის ბარიერი, მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობა, სახელმძღვანელოების თარგმანის დაბალი ხარისხი, სკოლის მიტოვება და დასაქმების პრობლემები. ხოლო სსსმ პირებისთვის გამოწვევაა სპეციალური მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის და რესურსების ნაკლებობა.

mazda magti 5g