19 იანვარს, ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ექიმი ნინო პაიჭაძეა.
ჩოხატაურში მომხდარ ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ნინო პაიჭაძე ჩოხატაურის კლინიკაში „მამქოლი“ მუშაობდა, ასევე იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი.
გარდაცვლილ ექიმს კოლეგები და პაციენტები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან და ემოციურ სტატუსებს უძღვნიან.
„კეთილშობილი, თბილი და სიყვარულით სავსე ნინო ექიმი. როგორ დამწყვიტეთ გული! ნათელი თქვენს სულს!“, – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე თიკო ხვედელიძე.
„რა თავზარდამცემია!!! გული მტკივა, უთბილესი და უსაყვარლესი ნინო ექიმი“…
„ძალიან მცოდნე და ყურადღებიანი. უთბილესი და უსაყვარლესი ექიმი დავკარგეთ“…
„გული მომიკალი ნინო ექიმო, ძალიან დასწყვიტეთ გული ჩვენს ლანჩხუთს“… წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ცნობისათვის, არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავებული ექიმი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.