LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“ – ფავლენიშვილი ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს

124
ირაკლი ფავლენიშვილი

„ძალიან ბევრი ჭორი მოდის თქვენგან [„იმედი“]„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“, სიმართლეს არ შეესაბამება.

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას – უკვე მხარდაჭერები აღარ ჰყავთ, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

„ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – აცხადებს მაჭარაშვილი

„ძალიან ბევრი ჭორი მოდის თქვენგან [„იმედი“]„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, მას ძალიან მალე იხილავთ და გექნებათ საშუალება მას თავად დაუსვათ კითხვები და თვითონაც იმავეს გიპასუხებთ. გამოჩნდება უახლოეს მომავალში, შეიძლება დღესაც“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა გუნდში ლევან სანიკიძის თავმჯდომარეობა, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ ეს ჭორია.

„ეს არის ჭორი, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს და თავად თავმჯდომარეც [თინა ბოკუჩავა] გაგესაუბრებათ ამის შესახებ. გამოჩნდება, არ დაგტოვებთ კომენტარის გარეშე. ჭორებია, რომ პარტიაში დაპირისპირებაა და ვინმე ვინმეს ებრძვის. რაც შეეხება მდგომარეობას, ყველამ ვიცით, რომ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ ძალაზე და არამხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ამიტომ არის მათ შორის ტექნიკური პრობლემები. როცა ბიზნესმენები არიან დაშინებული და აკრძალული აქვთ ოპოზიციური პარტიების დახმარება, არ არსებობს სახელმწიფო დაფინანსება, სხვადასხვა ტიპის ზეწოლაც მიმდინარეობს და ამდენი პოლიტიკური პატიმარია – ტექნიკური პრობლემები არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, აფინანსებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ დავით კეზერაშვილი, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ არა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეიცვლება. მათივე ცნობით, პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან სანიკიძე გახდება.

magti 5g