LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უჯდებათ საქართველოს მოქალაქეებს ერთი ვიზიტი უცხოეთში და რაში ხარჯავენ ფულს

136
spending-less-money-airports

საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 857.7 ლარს ხარჯავენ. ყველაზე მეტი თანხა – 298,4 ლარი საკვებსა და სასმელზე მოდის. საყიდლებზე საშუალო ხარჯი – 263,3 ლარს შეადგენს, განთავსებაზე – 142,2 ლარს, გართობაზე – 69,8 ლარს, ადგილობრივ ტრანსპორტში კი 43,9 ლარს.

ცნობისათვის, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.5 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართველი მოგზაურობს

საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ მოგზაურების 1 მლნ გასვლა დაფიქსირდა

ჯამში, საქართველოს მოქალაქეების მიერ, 2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 599.9 მილიონი ლარი შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g