LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გააკეთოთ თუ iPhone დაგისველდათ – სპეციალისტების რჩევები

89

კომპანია Apple-ის წარმომადგენლების გაცხადებით, მათი სმარტფონების წყლისგან გადარჩენა სრულიად შესაძლებელია. საჭიროა უბრალოდ პირველ წუთებში სწორი რეაგირება, ამის შემდეგ მოწყობილობების 80%-ს გადარჩენის შანსი აქვს.

სპეციალისტების თქმით, დასველებიდან რაც შეიძლება მალე სმარტფონი უნდა გათიშოთ, რაც მოკლე ჩართვას გამორიცხავს. ამის შემდეგ ის მშრალი ტილოთი უნდა გაამშრალოთ. სასურველია, ამოიღოთ ბატარეა და მოწყობილობა შიგნიდანაც გამოწმინდოთ. ამის მერე, iPhone რაც შეიძლება მალე უნდა წაიღოთ სერვის ცენტრში. რაც უფრო მალე გაკეთდება ეს ყველაფერი, სმარტფონის გადარჩენის შანსი მით უფრო დიდია.

სპეციალისტებისვე თქმით, არ გამოიყენოთ გასაშრობად ცნობილი მეთოდები, რადგან უმეტესწილად ისინი სმარტფონს კი არ ეხმარება, არამედ აზიანებს. განსაკუთრებით საუბარია თმის საშრობისა და ბრინჯის კარგად ნაცნობ მეთოდებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები