LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გაითვალისწინოთ კაბრიოლეტის შეძენისას?

141

ადამიანებს ზაფხულობით ძალიან უყვართ კაბრიოლეტები. თუ თქვენც გადაწყვიტეთ ასეთი ავტომობილის შეძენა, CarWow-ს სპეციალისტები რამდენიმე რჩევას აზიარებენ. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მანამ, სანამ ადამიანი კაბრიოლეტს შეიძენს, ძალიან კარგად უნდა გაეცნოს გადასაწევი სახურავის ტიპებს და იმას, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი მოძრაობისას.

ის, ვინც სპორტულ და სწრაფ კაბრიოლეტს ანიჭებს უპირატესობას, უმჯობესია დიზელის ძრავიანი მოდელი აირჩიოს. დღეისათვის ბაზარზე ასეთი ავტომობილების არჩევანი დიდია. კაბრიოლეტებისთვის, მიუხედავად მოდელისა, ხელმისაწვდომია მყარი ან რბილი გადასაშლელი სახურავი. მეტალის სახურავის გამო ავტომობილი წონაში იმატებს, თუმცა უმჯობესდება ხმის იზოლაცია. ავტომობილისტებს ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ კუპეს მოდიფიკაცია უფრო სწრაფი და დინამიურია. ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ კაბრიოლეტები ისეთ ადამიანებს უხდებათ, რომლებიც მზად არიან სტილის გამო პრაქტიკულობაზე უარი თქვან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები