LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე ხარის წელიწადს: 9 ნიშანი როგორ შევხვდეთ ახალ წელს

2029
870

ადამიანები ახალ წელს განსაკუთრებულად ელიან, თუმცა წელს კიდევ უფრო გამორჩეულად, რადგან ყველაას ერთი სული აქვს, როდის დასრულდება 2020 წელი, რომელმაც სამყარო უბრალოდ ერთ ადგილზე გააჩერა.

ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა იყოს სადღესასწაულო ღამეს სუფრაზე, რათა ჯანმრთელობა, ბარაქა და წარმატება მთელი წელი თან გსდევდეთ.

რა ვიცით ხარზე? არ არის განსაკუთრებით წუნია კერძებში, ის ვეგეტარიანელია. რადგან დიდი ზომისაა, იმისათვის, რომ დანაყრდეს, ბლომად უნდა ჭამოს.

მოკლედ, რითი ვასიამოვნოთ ახალი წლის მბრძანებელს? რით უნდა გავაწყოთ სუფრა და რა უნდა მოვარიდოთ?

1. საჭმელი უნდა იყოს ბევრი.

ეს ალბათ ყველაზე ცნობილი ნიშანია. რაც უფრო ბევრი და მრავალფეროვანია კერძები, მით წარმატებული წელი იქნება ოჯახისთვის.
უკვე ვთქვით, რომ ხარი დიდი ცხოველია, ამიტომ არჩევანი უნდა გაკეთდეს მოცულობით კერძებსა და დიდ პორციებზე.

 

2. მწვანილი, ბოსტნეული და ხილი

ხარი ბალახისმჭამელია. ამიტომ ამ მხრივ პატივი უნდა ვსცეთ. რაც უფრო მეტი მწვანილი და ბოსტნეული კერძები იქნება, ხილთან ერთად, მით უკეთესი.

3. მოშუშული თევზი და ხორცი

მართალია ხარი ვეგეტარიანელია, მაგრამ ტრადიციული სუფრა ხორცეულის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ კომპრომისია მოსაძებნი ხართან.
პირველ რიგში, არ გაიტანოთ სუფრაზე საქონლის ხორცი და ხბოს ხორცი.
მეორე – ფრინველის ხორცი, ღორი ხორცი, თევზი უმჯობესია მოშუშული, მოხარშული ან დაბრაწული სახით. რაც არ უნდა იყოს, ხარი მაინც სოფლის მაცხოვრებელია.

 

4. კარტოფილი და პარკოსანი.

აუცილებლად გამოიყენეთ გარნირის სახით, დაამატეთ სალათებში.
ხარს უყვარს კარტოფილი და ბარდა.

 

5. ბურღული

ბრინჯის, ფეტვის, ქერის გამოყენება შესაძლებელია გარნირის სახით.

თუ საახალწლო ღამეს არ გინდათ გარნირების გამოტანა, მინიმუმ შეგიძლიათ მაგიდაზე დადგათ ჯამი ბრინჯით ან ფეტვის ბურღულით.
არ დაგავიწყდეთ ჩადოთ მონეტები. ამ რიტუალს ფული მოაქვს.

 

6. რძის პროდუქტები

კერძების გაფორმებაში გამოიყენეთ არაჟანი და კარაქი. შესაძლებელია რძის კოქტეილების მომზადება, ტორტის შერჩევა ნაღების კრემით. ასევე არ დაგავიწყდეთ ყველი.

7. მაგიდის სერვირება

ხარი პომპეზურობის წინააღმდეგია. უმჯობესია ნეიტრალური, ლაკონური სერვირება შეარჩიოთ.

მაგიდას თეთრი სუფრა გადააფარეთ. ხელსახოცები, დეკორი შეარჩიეთ ჩალისფერ, ცისფერ ტონებში.
თუ სიკაშკაშე გნებავთ, ეს უნდა იყოს ვერცხლისფერი, ლითონის ელემენტები.

 

8. წლის სიმბოლოს გამოსახვა

არ დაგავიწყდეთ იზრუნოთ იმაზე, რომ წლის სიმბოლო თქვენს სახლშიც იყოს და სასურველია მაგიდაზეც.
მაგიდას მოუხდება სხვადასხვა სტატუები, სანათები. შესაძლებელია კერძების დეკორი ხარის გამოსახულებით.

 

9. სად შევხვდეთ დღესასწაულს

ხარს არ უყვარს ხმაური და ბევრი ხალხის თავმოყრა.
ოპტიმალური ვარიანტია შინ აღნიშვნა ახლობელი ადამიანების გარემოცვაში.
თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ახლა დიდი არჩევანი არც არის.

და კიდევ, არ დაგავიწყდეთ: ხარი დიდ დროს ატარებს ჰაერზე. ასე რომ, გასეირნება საახალწლო ღამეს უბრალოდ აუცილებელია.

ბედნიერ ახალ წელს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g