LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვაჩუქოთ მძღოლს – ავტომობილების მფლობელებისთვის საუკეთესო საჩუქრების ტოპ-10

31

საავტომობილო ექსპერტებმა ავტომობილების მფლობელებისთვის საუკეთესო საჩუქრების ტოპ-10 შეადგინეს.

ქვემოთ შემოთავაზებული იდეები მძღოლის ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს. მძღოლს, რომელიც საჭესთან დიდ დროს ატარებს, სპეციალური სათვალე გამოადგება, რომელსაც ყვითელი მინა აქვს და პოლარიზებულია. სათვალე მზიან ამინდში განსაკურებით აადვილებს ხილვადობას და იცავს თვალს, ის ასევე ეფექტურია ნისლიან ამინდშიც.

მრავალი მძღოლი არ იტყოდა უარს ექსტრემალური მართვის კურსები გაევლო, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანია რაც საჭესთან ზის. როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს ძალიან გაახარებთ ფეხსაცმლის უკანა ნაწილის დამცავი, რაც გაცრეცისგან დაიცავს მას. ავტომფლობელებს ასევე ძალიან მოსწონთ ხალიჩები, რომელიც წყალსა და ჭუჭყს იწოვს, ასევე კარგი საჩუქარია ინსტრუმენტების ნაკრები. მძღოლს ძალიან გაეხარდება, თუკი მას ვიდეორეგისტრატორს, ან ტელეფონის სამაგრს აჩუქებთ. ის, ვინც ხშირად მოგზაურობს, საჭიროებს მოგზაურის ნაკრებს, რომელშიც კისრის ბალიშები, სპეციალური ჭურჭელი და სხვა ნივთები შედის. რეიტინგში ასევე ჩანთა მაცივარი და თერმოჭიქა დასახელდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები