ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციის გამო, შემუშავებულია სპეციალური წესები, რომლის დაცვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამომრჩეველს არ ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. თუმცა, ყველას უნდა ეკეთოს პირბადე.
გაგაცნობთ წესებს, რომელიც ხმის მიცემის დროს აუცილებლად უნდა დავიცვათ:
- კომისიის წევრს, უნდა წარვუდგინოთ პირადობის მოწმობა. რამდენიმე წამით ვიხსნით პირბადეს იდენტიფიცირებისათვის.
- შემდეგ, გავდივართ მარკირების შემოწმების პროცედურას.
- ხელებს ვიმუშავებთ, სადეზინფექციო ხსნარით.
- მივდივართ რეგისტრატორთან. ვაწვდით პირადობის მოწმობას. ამ დრო კვლავ ხდება რამდენიმე წამით პირბადის მოხსნა. (იდენტიფიცირების მიზნით).
- ხდება, მარკირება. – ინდივიდუალური მოხმარების კალმით, ვაფიქსირებთ ხელმოწერას.
- ვიღებთ ბიულეტენს და პირადობის მოწმობას.
- იგივე კალმით მივდივართ, ხმის მისაცემად განკუთვნილ კაბინაში.
- ხმის მიცემის შემდეგ, ბიულეტენს ვათავსებთ სპეციალურ კონვერტში ვაგდებთ საარჩევნო ყუთში.
- კუთვნილ კალამს, სპეციალურად განკუთვნილ ყუთში მოვათავსებთ.
იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება სპეციალური ჯგუფის მიერ, რომლებსაც არ ექნებათ კონტაქტი ძირითადი უბნების ამომრჩევლებთან, შესაბამის საუბნო კომისიის წევრებთან და ჩართულ მხარეებთან.
საარჩევნო უბნებში, დეზინფექცია ყოველ სამ საათში ჩატარდება. ეს იმ პროტოკოლის ნაწილია, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 სექტემბერს დაამტკიცა.
