LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც აღა-მაჰმად ხანმა დააკლო ამ ქალაქს, მშვიდობის ბეტონმა მოკლა, ჩვენს დედაქალაქს ვკარგავთ! დისტანციურად მაინც ივიშვიშეთ“- რას წერს ზურა ბალანჩივაძე

223
ბალანჩივაძე

ჟურნალისტი და გიდი ზურა ბალანჩივაძე ძველი თბილისის ფონზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს.

ფოტოს ზურა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ემოციურ სტატუსს წერს:

„ამ სამშობლოს სიყვარულსა და სადღეგრძელოებში ხელში შემოგვაკვდა თბილისი. იცით, ეს რისი ბრალია? იმის, რომ ძველ თბილისში არ დადიხართ, სუფრიდან და კლავიატურიდან ხართ მაგრები! რაც არ გინახავთ, გგონიათ, რომ არ ხდება. ჩვენ კი, გიდებს, რომელთა ვალიც ამ ქალაქის ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოჩენაა, აღარაფერი შეგვიძლია.

უცხოელებს რაღას ვჩივით, ჩვენს დედაქალაქს ვკარგავთ!

ლამაზ თბილისს ვკარგავთ!

მრავალფეროვან თბილისს ვკარგავთ!

ერთ დღეში არ მომხდარა ეს კატასტროფა!

რაც აღა-მაჰმად ხანმა დააკლო ამ ქალაქს, მშვიდობის ბეტონმა მოკლა.

უყურეთ ახლა ამ არქიტექტურულ ნარწყევს და დისტანციურად მაინც ივიშვიშეთ. აბა, ისტორია და კულტურა რომ გაინტერესებდეთ, თქვენი თვალითაც ნახავდით და აღშფოთდებოდით!“ – წერს ზურა ბალანჩივაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g