LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც არ უნდა თავი იმართლოს მმართველმა გუნდმა, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო ამ დონის ღონისძიებაზე არაა: დავით ბაქრაძე ნატო-ს სამიტზე

56
დავით ბაქრაძე 1

„ის, რომ საქართველო არ არის ნატო-ს სამიტზე, ეს ჩავარდნაა, რაც ქვეყნისთვის ცუდია. იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს კონკრეტულ სიგნალს და კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯით პერსპექტივას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობა,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო ამ სამიტზე  წარმოდგენილი არ იქნება.

„რაც არ უნდა თავი იმართლოს მმართველმა გუნდმა, რომ ეს არის მოკლევადიანი სამიტი, ეს არის პირველი შემთხვევა დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც საქართველო ამ დონის და ამ ფორმატის ღონისძიებაზე არ არის.

ამიტომ უდავოდ ეს არის ჩავარდნა და არის ცუდი. რაც შეეხება შედეგებს, იმედი მაქვს, არყოფნის მიუხედავად, საქართველო მიიღებს პოზიტიურ სიგნალს და განსაკუთრებული იმედი მაქვს, რომ ეს პოზიტიური სიგნალი არ იქნება მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, რაც ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედი მაქვს ნატო-ს მხრიდან სიგნალი იქნება ასევე კონკრეტულად ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის კუთხითაც და საქართველო მიიღებს კონკრეტულ სიგნალს და კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯით პერსპექტივას თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობა,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g