LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც დიდხანს გაგრძელდება „ლოქდაუნი“, მით უფრო ნაკლებია ამა თუ იმ ოპერატორის გადარჩენის შანსი – რესტორატორები

80
კაფე-ბარი-1

კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენი რესტორანი შეძლებს მუშაობის გაგრძელებას შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, 250 000 ადამიანის უმუშევრად დარჩენის საფრთხე არსებობს ამიტომ, სწრაფი რეაგირებაა საჭირო.

„პირველი ლოქდაუნის შემდეგ სფეროს შესაძლებლობა მიეცა, რომ გამოჯანმრთელებულიყო, თუმცა მეორე „ლოქდაუნიდან“ ისევ დაღმასვლა მოხდა და სფეროსთვის გადარჩენისთვის ბრძოლა გახდა აუცილებელი. დღესაცაა ეს კითხვის ნიშანი, თუ საბოლოოდ რამდენი რესტორანი და სფეროს პროფესიონალი დარჩება ქვეყანაში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება „ლოქდაუნი“, მით უფრო ნაკლებია ამა თუ იმ ოპერატორის გადარჩენის შანსი“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g