LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვისტრესებით.. მაშო რომ არ მყოლოდა, შეიძლება ამ ჯოჯოხეთს შევგუებოდი“ – დავით ჯელაძე

371
Untitled design (2)

3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კიდევ ერთხელ იხსენებს, რა გზა გამოიარა პატარა დისშვილთან – მაშოსთან ერთად.

„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას

„რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვისტრესებით და უფრო და უფრო გვიჭირს ამ თემის გახსენება. საერთოდ არ გვინდა, რომ ეს თემა გავიხსენოთ, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა ეს და თვალს რომ დავხუჭავთ,ყველას გვახსენდება…

ვფიქრობ, მაშო რომ არ მყოლოდა, საერთოდ არ მომაფიქრდებოდა იმ შორი გზის გავლა და იმ სასტუმრომდე მისვლა, მაგრამ რომ დავინახე, ბავშვს უკვე სციოდა და აღარ შეეძლო იმ მიწაში ყოფნა, რა უნდა გამაკეთებინა?

როგორმე უნდა დამეღწია თავი და გადამეყვანა [ბავშვი] სამშვიდობოს. მოგვიწია, დიდი გზის გავლა. როგორც ახლა მითხრეს, 400 მეტრი ყოფილა საიდანაც დავიწყეთ მე და მაშომ სიარული და ეს 400 მეტრი იყო ჯოჯოხეთის გზა. საშინელებაა მოძრავი მიწა, ნებისმიერ ადგილას იძირები, მუხლებს ზემოთ ხარ მიწაში და ვერ იგებ, სად დგამ ფეხს.

ძალიან რთული გზის გავლა მოგვიწია. მარტო მე და მაშოს ამ გზის გავლა ორი საათი ან კიდევ მეტი მოგვიწია. შეუძლებელი იყო მანდ სიარული. ახლაც ჩემს თავს ვუსვამ კითხვას, როგორ გადავედი და არ მაქვს პასუხი. ტალახში იყო [ბავშვი] და იმის ფიქრში ხარ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს ეს ტალღა. გარბიხარ, გარბიხარ და ვერ გადიხარ.

ჩემთვის ჩემი ოჯახი იყო მნიშვნელოვანი და მაგან გადაგვარჩინა. მაშო რომ არ მყოლოდა, შეიძლება, საერთოდ არ მომდომებოდა იმ გზის გავლა და შევგუებოდი ამ ჯოჯოხეთს, მაგრამ ბავშვი რომ გყავს 6 წლის, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს, გინდა, რომ გადაარჩინო. ძალიან რთული იყო. მოსასმენად კიდევ უფრო მარტივია და ვერ აცნობიერებს ადამიანი, თუ რა ხდებოდა იქ“, – თქვა დავით ჯელაძემ.

 

ჩემ თავს ვუსვამ კითხვას, როგორ გადავედი იმ ჯოჯოხეთურ გზაზე და არ მაქვს პასუხი — დავით ჯელაძე

„400 მეტრი ყოფილა, საიდანაც მე და მაშომ სიარული დავიწყეთ და ეს იყო საშინელება. ჩემ თავს ვუსვამ კითხვას, როგორ გადავედი და არ მაქვს პასუხი… მაშო რომ არ მყოლოდა, შეიძლება, საერთოდ არ მომდომებოდა იმ გზის გავლა და შევგუებოდი ამ ჯოჯოხეთს,“ — დავით ჯელაძე

Posted by Formula • ფორმულა on ორშაბათი, 07 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 18 ადამიანს.

„საშინელება ხდება რაჭაში.. ყველა შეგვცვალა ამ დღემ, ვეღარასდროს ვიქნებით ისეთები, როგორებიც ვიყავით“ – რას წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს” – დავით ჯელაძე ფოტოს აქვეყნებს

„დავით ჯელაძე როგორც ესაუბრებოდა ურთულეს წუთებში 6 წლის მაშოს – ეგ არის ბავშვის უფლებათა კონვენცია და კოდექსი ერთად.. მისი ბავშვთან ურთიერთობა მინდა მახსოვდეს მთელი ამ ჯოჯოხეთის სინათლედ“ – ანა არგანაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g