LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაც გავიცანი სულ ჩემთან რჩებოდა” – გიორგი ყიფშიძის მეუღლე მსახიობთან თანაცხოვრებასა და პირველ შეხვედრაზე

13674
ყიშშიიი

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ გადაცემაში “ია ფარულავას კონვერტი” მისი 20 წლით უმცროსი მეუღლე კიდევ ერთხელ წარუდგინა საზოგადოებას და წყვილმა გაცნობისა და თანაცხოვრების ისტორია გააცნეს მაყურებელს.

“ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს “ტუსოვკა”, წვეულება სახლში, იქ მოვიდა, იქ გავიცანი, მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის იყო. მერე მომწერა და სპექტაკლზე დამპატიჟა, ერთხელაც მივედი. დედაჩემი იყო უცხოეთში წასული და რაც გავიცანი სულ ჩემთან რჩებოდა. ეს იყო მაგიური ენერგიის კავშირი. ყველა ადამიანს აქვს ენერგია, რომელიც გამოდის ადამიანიდან და ეს ენერგიები დაუკავშირდა ჰარმონიულად. უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ და უკვე ორი შვილი მოვასწარით”, – ამბობს ენი გასიევა.

„გოიმებივით დაგვახიეს ბინა.. ახლა სასამართლოში ვუჩივლებ..“ – გიორგი ყიფშიძე დაკარგული მემკვიდრეობის შესახებ საჯაროდ ალაპარაკდა

ზურა და ლელა არიან ფანტასტიკური ადამიანები, არ ვაჭარბებ. პრეტენზიული ვიქნებოდი, რაღაცნაირ ოჯახში რომ შევსულიყავი, შეიძლება გამოვქცეულიყავი მეორე დღეს. წუწუნები რომ იციან, ეს რაღაცები რომ არ ხდება, ძალიან კომფორტია ჩემთვის, ისე მსიამოვნებს, ისე ჰარმონიულად ვარ, არავინ მაწუხებს, ვცხოვრობთ ყველა ერთად და დიდი ჰარმონიაა”, – ამბობს ენი და მის ყოფილ ოჯახებთან ურთიერთობებზეც ისაუბრა:

“ნატალია ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. მე და კრისწი ვმეგობრობთ. ანისთან ვერ ვმეგობრობ, ალექსანდრესთან არ გამოდის, თვითონ დისტანციით არის ჩემს მიმართ. ძალიან მინდა კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ალექსანდრე იცოდე, რომ ძალიან მომწონხარ და პატივს გცემ”.

გადაცემაში გიორგი ყიფშიძემ კითხვას – ვინ აიძულებდა ენის ორსულობის ხელვნურად შეწყვეტას? უპასუხა, რომ “ენის მამა”. შემდეგ კი ენიმ ისაუბრა დეტალებზე.

“მამაჩემს ძალიან ეშინოდა, არ იცნობდა გიორგის. მამაჩემმა იფიქრა, რომ უბრალოდ კაცია, რომელიც გაერთო ჩემთან და არ უნდოდა, რომ მარტოხელა დედა დავრჩე. იმდენად განიცდიდა, რომ ერთი თვე დაკარგული იყო მამაჩემი, აღარ გელაპარაკები და ვწყვეტ შენთან ურთიერთობასო. ერთი თვის მერე დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ შენი ორსულობით და არასწორი ვიყავიო” – იხსენებს ყიფშიძის მეუღლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g