“მიმდინარე მოვლენები ხელოვნურია, რაც ყოფს ადამიანებს და ეს დიდხანს არ გაგრძელდება,” – ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, საოკუპაციო ხაზთან გააკეთა, სადაც რამდენიმე დღის წინ დაგმული ახალი ბანერია და ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.
იან კელის განცხადებით, 21-ე საუკუნეში მსგავსი ფაქტები მიუღებელია, აშშ-თვისაც და ზოგადად მთელი ცივილური სამყაროსთვის.
„21-ე საუკუნეში, როდესაც ხდება მსგავსი რამ საქართველოს მეზობლის მხრიდან, მიუღებელია აშშ-თვის. აშშ ამაზე ხმამაღლა საუბარს გააგრძელებს. რაც ხდება არის ხელოვნური აქტი, რაც ყოფს ადამიანებს და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. აშშ ამას არასდროს არ აღიარებს. რაც შეეხება მოგვარებას, ეს არის პრაგმატული მიდგომები, რაც აქვს ქართულ მხარეს, უფრო მეტი პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებებში, უფრო მეტი საუბარი და თანმიმდევრული ქმედება ამ მიმართულებით,“ – განაცხადა იან კელიმ.