LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც მე და ჩემი მეუღლე გავშორდით, ისეთი სიგიჟე ჭორები ტრიალებს, რომ ვეღარ ვეწევით იმდენ სისულელეს ლაპარაკობენ… საწყენია, რომ ამ ყველაფერს ქალები აკეთებენ – ვინ არ გაშორებია?“ – რაზე წყდება გული რუსკა მაყაშვილს 

929
რუსკა მაყაშვილი

მსახიობი, რუსკა მაყაშვილი გადაცემაში „V ელემენტი“ ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მეუღლეს დაშორდა, მის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება.

„როდესაც შეყვარებული ვარ, რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველამ იცოდეს, მაგრამ როდესაც მატკენენ გულს, მათრევენ, ესეც უნდა იცოდნენ“ – რუსკა მაყაშვილი

მსახიობის თქმით, მისთვის ყველაზე მტკივნეულია ის, რომ ამას ძირითადად ქალები აკეთებენ იმის ნაცვლად, რომ ქალური სოლიდარობა გამოიჩინონ:

„რაც მე და ჩემი მეუღლე გავშორდით, ისეთი სიგიჟე ჭორები ტრიალებს ირგვლივ, რომ მართლა ვეღარ ვეწევით ვერავინ იმდენ სისულელეს ლაპარაკობენ.

პირდაპირ შეუძლიათ მომწერონ, მკითხონ და გავცემ პასუხს, რადგან არ დამთავრდა ეს თემა, ამ თემის ირგვლივ ვტრიალებ უკვე წელიწად ნახევარია და ვინ არ გაშორებია?

ყველაზე საწყენი ის არის, რომ ამ ყველაფერს ქალები აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ ქალური სოლიდარობა არსებობს, რომ გვერდში დაგიდგეს, ქალების წრეში განიხილება, ყველა თავისას ამატებს და მერე ეს ინფორმაცია ცემამდე მოდის…“ – ამბობს მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g