LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც მეტად შეგსვამენ ლარზე, მით მეტი ბერკეტი ექნებათ მართვის, მით მეტად გაგაღარიბებენ: ჯაფარიძე

75
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხების აკრძალვას და რეფინანსირების განაკვეთის 10.5%-მდე გაზრდას “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმიანება.

ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლარი მართვისთვის სჭირდებათ, მისი თქმით, “რაც უფრო მეტად შესვამენ საზოგადოებას ლარზე, მართვის მით მეტი ბერკეტი ექნებათ”:

“დოლარში რომ მოგინდეთ იპოთეკური სესხის აღება, 15 წლიანს აღარ მოგცემენ.

10 წელზე გადანაწილებით, თვეში თუ დიდი თანხა გამოგივიდათ, ე.ი. საერთოდ ვერ აიღებთ ეგეთ სესხს და ვერ იყიდით/გაარემონტებთ ბინას, ასე გიბიძგებენ, რომ ლარში აიღოთ. ლარიზაციის პოლიტიკის ნაწილია ეს ნაბიჯიც, ოღონდ ლარში თუ აიღეთ, მერე ამათზე იქნებით დამოკიდებული რა %-ის გადახდა მოგიწევთ.

აგერ ახლა გაზარდეს რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმამდე (10.5%) და ათობით ათას ადამიანს გაუძვირეს სესხი. ლარი სჭირდებათ, რომ გმართონ. რაც უფრო მეტად შეგსვამენ ლარზე, მით მეტი ბერკეტი ექნებათ მართვის. მით მეტად გაგაღარიბებენ.

ბიძინა და “ქართული ოცნება” აკეთებს ამას, და არა ერ. ბანკში დასმული პაიკები”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები