პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე არ მიეცემა, აცხადებს, რომ ეკუთვნის იმ კატეგორიას, რომელიც გაბრაზებულია.
„ჯგუფს ჩამოვრჩით. მე ვეთანხმები ჩემ წინ ვინც ამ თემაზე გამოდიოდა, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. მე პირადად ბევრი რამ ვთქვი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რა შეიძლება ყოფილიყო. ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტი, ფაქტია და ვერ გავექცევი. მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ.
ეს არ არის არც ქართული ხასიათი და არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედი მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს. ვიცი, დღეს თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების, წუწუნის დრო არ არის, იმიტომ, რომ რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება.
„რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ხომ?! ჩვენი ბრალია.
ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ! ჩვენ იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის განმავლობაში, ისე ჩამოვრჩით ჩვენ ორ მეგობარსა და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი?!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია
