LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც მოხდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ვდგავართ სამართლებრივი სახელმწიფოს გზაზე: სოზარ სუბარი

85
FORTUNA.GE-

“არც აღმასრულებელ, არც საკანონმდებლო და არც ადმინისტრაციულ ორგანოებს არ აქვთ უფლება, შეცვალონ სასამართლოს გადაწყვეტილება ან არ შეასრულონ ის. ეს მოხდა დღეს საქართველოში, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვდგავართ სამართლებრივი სახელმწიფოს გზაზე”, – ამბობს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი და აღნიშნავს, რომ კანონი უზენაესია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს.

სოზარ სუბარი ამ განცხადებით ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

“ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავიწყდებათ, რომ კანონი უზენაესია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს.

ხელისუფლების მიმართ მოწოდებები, რომ არ აღესრულებინათ სასამართლოს გადაწყვეტილება, არის დაუშვებელი. გუშინწინ აღვნიშნეთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავი, სადაც 78-ე მუხლი ამბობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, ხოლო 79-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ არც აღმასრულებელ, არც საკანონმდებლო და არც ადმინისტრაციულ ორგანოებს არ აქვთ უფლება, შეცვალონ სასამართლოს გადაწყვეტილება ან არ შეასრულონ.

ეს მოხდა დღეს საქართველოში, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვდგავართ სამართლებრივი სახელმწიფოს გზაზე. ის, რაც არის შიდა ტერორიზმი მეგობარ სახელმწიფოებში, შიდა ტერორიზმია საქართველოშიც, სხვანაირად ვერ ვუწოდებთ საქართველოს პარლამენტზე შტურმს და ამ შტურმის ხელმძღვანელობას, რაც ჩაიდინა ნიკა მელიამ მისი ბრალდების თანახმად.” – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დააკავეს.ამის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს.

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე საუბრობს – ამბობენ, რომ იწყებენ ფართომასშტაბიან გამოსვლებს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას კი მას შემდეგ განიხილავენ, როცა დაკავებულ მელიას გაათავისუფლებენ.

ვიდეო: აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g