LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უფრო მეტი ადამიანი ივლის ველოსიპედით, დაავადებების რაოდენობაც უფრო შემცირდება

83

რაც უფრო მეტი დანიელი ივლის ველოსიპედით – დაავადებების რაოდენობაც უფრო შემცირდება. თუკი დანიის ყველა მოქალაქე ეკოლოგიურ ტრანსპორტს 10%-ით უფრო ხშირად გამოიყენებს – ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების რაოდენობა 267 ათასით ნაკლები გახდება. ამასთან გარდა ჯანმრთელობისა, გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობაც და თუკი დანიელები ველოსიპედის მოხმარებას მოუხშირებენ – ქვეყნის ბიუჯეტი 152 ათასი ევროთი გამდიდრდება. ველოტრასების გააქტიურება დედაქალაქში საცობების რაოდენობასაც შეამცირებს, რაც გარემოზე დადებით გავლენას მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ დანიელებს ველოსიპედი ძალიან უყვართ და ამიტომ ეს გეგმა ძალიან შორეული პერსპექტივაც არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები