ბრედ პიტის შემდეგ, გამოცემა GQ-ს სტუმარი მისი კოლეგა, ხავიერ ბარდემი გახდა. მსახიობმა არც ამჯერად უღალატა თავის ტრადიციას, ფოტოობიექტივის წინაშე საკმაოდ დახვეწილი „ლუქებით“ პოზირებდა და არც თავისი უშრეტი შარმის დემონსტრირება დავიწყებია.
აღსანიშნავია, რომ ინტერვიუ ეხებოდა მის ახალ ფილმს, „ფორმულა 1“, რომლის პრემიერაც 25 ივლის იგეგმება და მას პარტნიორობას ბრედ პიტი უწევს.
„მართალია, რასაც ამბობენ, რაც უფრო ვბერდები, მით ნაკლები ვიცი. სწორედ ამიტომ, როცა რაიმე იცი, მისთვის უნდა იბრძოლო“.
„გადაღებები საოცრად საინტერესოდ მიმდინარეობდა. ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით და იმავდროულად გვეშინოდა, რამე არ გაგვეფუჭებინა. დაძაბულები ვიყავით. როცა დავინახე, რამდენად სწრაფად ატარებდა ავტომობილს ბრედი, რეჟისორს ვკითხე, როგორ გგონია, სადაზღვევო რას იტყვის ამაზე?“, – იხსენებს ხავიერი.
ცნობისთვის, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი ეკრანზე კვლავ გაერთიანდებიან. ჰოლივუდის უსაყვარლეს წყვილს ოსკაროსანი რეჟისორი, ფლორიან ზელერი ახალ ფსიქოლოგიურ თრილერში, „ბუნკერი“ იღებს. გადაღებები უკვე დაწყებულია.
პენელოპე კრუსსა და ხავიერ ბარდემს ახალ ფილმში ვიხილავთ – ცნობილია დეტალი