2020 წელს სერია ა-ში პირველი გოლი მარიო ბალოტელიმ გაიტანა. ეს 2010-შიც მან გააკეთა.
„ლაციოს“ ფანები რასისტული შეძახილებით გამოირჩეოდნენ ბალოტელის მისამართით.
„ლაციომ“ გაიმეორა საკლუბო რეკორდი: გუნდმა სერია ა-ში ზედიზედ 9 მატჩი მოიგო.
ჩირო იმობილემ სრია ა-ს 17 მატჩში 19 გოლი გაიტანა. ლევანდოვსკისთან ერთად ის ტოპ 5 ლიგის ბომბარდირების სათავეშია.
პრემიერლიგის მოთამაშეებმა ე.წ. ბოქსინგ-დეის 13 მატჩში 74 ტრავმა მიიღეს.
„ლივერპული“ არ აგებს „ევერტონთან“ 10 წელია, შინ კი – 21 წელია.
კლოპმა გაიმეორა „ლივერპულის“ რეკორდი მერსისაიდულ დერბიში წაგებების გარეშე.
კლოპი კალენდარზე: „თუ კარგ მეგობარს ყოველდღე ხედავ, ფიქრობ: „რას აკეთებს ის ისევ აქ“.
„მანჩესტერი“ ისევ არის დაინტერესებული ბრუნუ ფერნანდეშით. „სპორტინგის“ ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 100 მლნ ევროა.
„რეალმა“ ლა ლიგის 19 მატჩში 12 გოლი გაუშვა. საუკეთესო შედეგია ბოლო 32 წელიწადში.
40 ქულა პირველ წრეში – ყველაზე ცუდი შედეგია „ბარსელონასთვის“ ბოლო 11 წელიწადში.
გვარდიოლა: „მე ჩავაგდე ყველა სეზონი მას შემდეგ, რაც „ბარსასთან“ ერთად ერთ წელს 6 ტროფეი მოვიგე“.
AS: „რეალი“ არავის არ იყიდის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.
კასპერ შმეიხელი დანიაში წლის მოთამაშედ დაასახელეს. მან ერიქსენს და დილეინის აჯობა.
ნორვეგიაში კი საუკეთესოდ ედეგორი აღიარეს.
„შალკემ“ კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა ნიუბელს, რომელიც „ბაიერნში“ გადადის. არადა, „ხუმარებმა“ მეკარეს უფრო დიდი ხელფასი შეთავაზეს.
მალმეში უცნობებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლი ფეხებში გადაჭრეს და ასფლატზე დააგდეს.