LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სწორედ სალომე ზურაბიშვილთან იკრიბება, როდესაც მცდელობა აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ” – არჩილ თალაკვაძე

139
შალვა ლომიძე (4)

„არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სწორედ სალომე ზურაბიშვილთან იკრიბება, როდესაც მცდელობა აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითიც სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, დღეს ოპოზიცია, რომელსაც არც ლიდერი ჰყავს და არც მომავლის დღის წესრიგი გააჩნია, საკუთარ ქვეყანას ებრძვის.

„რადიკალურ ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს, არც მომავლის დღის წესრიგი აქვს და არც გუნდი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ამოცანებზე რაიმე პასუხისმგებლობა აიღოს. რა თქმა უნდა, მათი ერთ-ერთი ხაზი, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მიმართავენ, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი პოლიტიკური ფიგურა. ეს მოცემულობა დღეს უკვე სახეზეა.

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სწორედ მასთან იკრიბება, როდესაც მცდელობა აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონპროექტი არ არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია დესტაბილიზაციისა და არეულობის გეგმების დაფუძნებას ცდილობს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ არამხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე იყვნენ: „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროოპტიმისტების“, „ახალის“, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g