სასტუმროში „პარაგრაფ თბილისი“, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მე-19 ცერემონია ჩატარდა, რომელიც იმავდროულად ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის 10 წლის იუბილეს დაემთხვა.

პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“, რომელიც ქართულ და უცხოურ კომპანიებს ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით გადაეცემათ, წელს 52 კომპანიას მიენიჭა: EGT, ევროპული სკოლა, ტოიოტა, ასკანელი, ფრანკო ფონტანა, თავისუფალი აკადემია, ბიოთაიმი, გოუ ტური, პენსან ჯორჯია, ხარება, აიტი აკადემია სტეპი, ნატალი ჯგუფი, ტოტალ შარმი, დეამედი, მშენებელი 91, გლობალ ინვესთმენთ გრუპ ჯორჯია, ქართულ ამერიკული, სალუდა, ჯიჯი არსი, MBT და სხვა.

რიგით მე-19 ცერემონიაზე საპატიო ჯილდო „Bests of Georgia“ გადაეცათ: მუსიკოს ნატო მეტონიძეს, მუსიკოს დავით მაზანაშვილს, დუეტ ჯორჯიას – მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს, ჯგუფ „ალეგროს – პაატა სვანიძეს, გოჩა რუხაძეს, ვანო ტურაბელიძეს და ირაკლი კორიფაძეს. საპატიო ჯილდო „ადამიანი ისტორია“ (Person-history) კი ფეხბურთელ გიორგი სიჭინავას მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ რადიო ბაზრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ და მისი დამფუძნებელი თამარ ჩიგოგიძე.

ცნობისთვის, წლევანდელი ცერემონიისთვის დაიბეჭდა სპეციალური კატალოგი „Best of Georgia 2025“, მომავალი წლის ზაფხულში კი გამოიცემა კატალოგი „Best of Georgia Junior“, რომელშიც დაიბეჭდება ლიდერი და წარმატებული ახალგაზრდების სტატიები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

შეგახსენებთ, ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს 2015 წლიდან. ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია 2017 წელს გახდა, სწორედ ამ დროიდან ბიზნესკომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“, რომელიც დარეგისტრირებულია როგორც საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ.

