ესპანელი ჩოგბურთელი და ყოფილი მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი, გაშიშვლდა. როგორც ირკვევა, ჩოგბურთელი „Tommy Hellfiger”-ის ახალი სარეკლამო სახე გახდა. სარეკლამო რგოლის პრემიერა, სულ რამდენიმე საათის წინ შედგა ნიუ-ორკში და უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს.
https://www.youtube.com/watch?v=_Gcy31SJHUc
ხმები იმის შესახებ, რომ „Tommy Hellfiger”-ის ახალი სახე, სწორედ რაფაელ ნადალი იქნებოდა, ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში გავრცელდა, თუმცა მაშინ კომპანიის წარმომადგენლება ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. როგორც უცხოური პრესა იტყობინება, რაფაელ ნადალმა და „ტომი ჰელფიგერმა“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რის სანაცვლოდ ჩოგბურთელმა 4 მილიონი დოლარი მიიღო.