LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაფამ როჯერს მიბაძა და ქოუკასთან სელფი გადაიღო (ფოტო)

195
2745010-56722210-2560-1440

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი რაფაელ ნადალი ახალ წელს პატარა ცხოველის კამპანიაში შეხვდა.

პირველმა ჩოგანმა ელიტურად დაიწყო ახალი წელი. ესპანელმა ინსტაგრამზე გამოდო სელფი ქუოკასთან, მოკლეკუდიან კენგურუსთან.

„იდეალური საშუალება 2020 კარგ მეგობრებთან ერთად დაიწყო“, – დაწერა რაფამ სელფის ქვეშ. ნადალი ქალაქ პერტშია, სადაც დღეს, 3 იანვარს ATP Cup იწყება.

გასულ წელს ქუოკასთან ფოტო როჯერ ფედერერმცა გადაიღო, ასევე ანჟელიკ კერბერმა.

ნადალი „დიდი სლემის“ 19-გზის გამარჯვებულია.

2020 წლის 1 იანვრიდან რაფა პირველი ჩოფბურთელი გახდა, რომელსაც რეიტინგის პირველი პოზიცია ერთბაშად სამ ათწლეულში ეკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები