საქართველოს რკინიგზა, მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველო-ფიჯის მატჩზე დასწრების მსურველთათვის, 4 და 5 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს.
ბორჯაღლოსნების ქომაგებმა მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
- ვებგვერდის საშუალებით
- სწრაფი გადახდის აპარატებით
- საქართველოს რკინიგზის სალაროებში
- საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით
შეგახსენებთ, 5 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე, მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის ფარგლებში, ბორჯღალოსნები რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუნდს, მფრინავ ფიჯელებს ერკინებიან!