ნახეთ არგენტინელი მორაგბის ცხოველური განრისხება, რის გამოც მას 99 წლით დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
როგორც ჩანს, ზოგჯერ წაქცეულებსაც ურტყამენ, თან საკმაოდ ძლიერადაც.
არგენტინის რაგბის ფედერაციამ ”პუკარას” მოთამაშე კიპრიანო მარტინესი 99 წლით დასაჯა მეტოქისადმი სასტიკი მოპყრობის გამო.
მარტინესმა ერთ-ერთი მატჩის დროს, ყოველგვარი წონადი მიზეზის გარეშე მოწინააღმდეგე გუნდის წევრს სახეში ფეხი გამეტებით ჩაარტყა.
მარტინესი ამის გამო ბუნებრივია გააძევეს.
”პუკარამ” კი მატჩის დასრულებისთანავე მოწინააღმდეგე გუნდს – ”სან ალბანოს” ბოდიში მოუხადა.
https://www.youtube.com/watch?v=qp8fPYzn_XU