ლეო მესი „ოქროს ბურთის“ ტოპ 20 პრეტენდენტს შორის აღარ შედის. ეს Goal.com-ის ვერსიაა.
პსჟ-ს თავდამსხმელი მარტის შუაწელს მე-10-დან მე-20 ადგილამდე ჩავარდა. რეიტინგის განახლებულ ვერსიაში (20 ფეხბურთელი შედის), არგენტინელი საერთოდ ვერ მოხვდა. „მანჩესტერელი“ კრიშტიანო რონალდო კი მე-20 პოზიციაზეა.
პირველ ათეულში შედიან:
1. რობერტ ლევანდოვსკი – „ბაიერნი“
2. ქარიმ ბენზემა – „რეალი“
3. მოჰამედ სალაჰი – „ლივერპული“
4. კილიან მბაპე – პსჟ
5. ლუკა მოდრიჩი – „რეალი“
6. სადიო მანე – „ლივერპული“
7. ბერნარდო სილვა – „სიტი“
8. რიად მარეზი – „სიტი“
9. ვინისიუსი – „რეალი“
10. ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი – „ლივერპული“