ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „რაინეარის“ შესახებ პოზიტიურ სიახლეებს აანონსებს.
მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, დასკვნით ეტაპზე მივიდა.
„უახლოეს დღეებში ძალიან კარგ სიახლეებს გაიგებთ ჩვენგან. არ დავასწრებ მოვლენებს”, – განაცხადა თურნავამ.
ავიაკომპანია Ryanair-მა ქუთაისიდან ფრენები შესაძლოა, 2019 წელს დაიწყოს
შეგახსენებთ გასულ წელს, აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია Ryanair-თან 2019 წელს ქუთაისიდან ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არ განიხილებოდა ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.