LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ram-ი გადამყიდველებთან ბრძოლას ამკაცრებს – დაჯარიმდებიან მყიდველებიც და დილერებიც

106
ქირიას NEWS შაბლონი (4)

Ram-ი 1500 TRX-ის სპეკულაციური გადაყიდვების შესაჩერებლად ახალ ზომებს მიიღებს. კომპანიის გადაწყვეტილებით, თუ მყიდველი პიკაპს შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში გაყიდის, სანქციები შეეხებათ როგორც მას, ისე დილერს, რომელმაც ავტომობილი გაყიდა.

ბრენდის მიზანია, რომ ავტომობილის შეძენა ნამდვილ ენთუზიასტებს ოფიციალურ ფასად – 99 995 დოლარად შეეძლოთ და არ უწევდეთ გადამყიდველებისთვის დამატებითი თანხის გადახდა.

ამისთვის Ram-ი ყიდვის ხელშეკრულებაში სპეციალურ პირობებს დაამატებს. თუ ავტომობილი ერთი წლის განმავლობაში გაიყიდება, მფლობელს შესაძლოა შეუზღუდონ ქარხნული გარანტიით გათვალისწინებული გარკვეული სერვისები და სხვა პრივილეგიები, რაც ასეთი ავტომობილის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანია.

კომპანია პასუხისმგებლობას დილერებსაც აკისრებს. თუ დადასტურდება, რომ დილერმა ავტომობილი შეგნებულად მიჰყიდა გადამყიდველს ან ავტობროკერს, Ram-ი მას სანქციებს დაუწესებს. მათ შორის, შესაძლოა შეიცვალოს თანამშრომლობის პირობები და დილერმა დაკარგოს წვდომა ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალ მოგებიანი მოდელების კვოტებზე.

მსგავსი პრაქტიკა საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი არ არის. ბოლო წლებში Ferrari, Ford, General Motors და სხვა მწარმოებლებიც ცდილობენ შეზღუდონ შეზღუდული სერიის ავტომობილების სწრაფი გადაყიდვა, რათა მანქანები სპეკულანტების ნაცვლად რეალურ მომხმარებლებსა და კოლექციონერებს შეხვდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები