იურისტი, სოციოლოგი და ჟურნალისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ „რამაზანის ლოცვასთან ერთად, მუსლიმმა თემმა ილია მეორისთვისაც ილოცა და პანაშვიდსაც დაესწრებიან“.
მისივე განცხადებით, „ეს უბრალო ჟესტი არ არის, ეს არის ღრმა ადამიანურობის, პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვაა“.
„რელიგიის ნამდვილი არსი სწორედ აქ იკვეთება, არა გაყოფაში, არამედ ერთმანეთის ტკივილის გაზიარებაში, თანადგომასა და გულწრფელ ზრუნვაში.
დღეს, როცა რამაზანის ბოლო დღე და ბოლო ლოცვა სრულდება 🌙
ეს კიდევ უფრო ძლიერ სიმბოლოდ იქცევა რწმენის, ერთიანობის და იმ სითბოს, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, მიუხედავად განსხვავებებისა.
ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ ყველაზე მაღლა დგას სიყვარული და ადამიანობა ❤️“, – წერს სამირა ბაირამოვა.
