LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ ჩვენგანს შეგვიძლია ასე მოქცევა?! – თენგიზ არჩვაძის და ნოდარ მგალობლიშვილის საოცარი ფოტო

6084
56555895_2744322855594394_3320130069086601216_n

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნოდარ მგალობლიშვილისა და თენგიზ არჩვაძის ფოტოს და წერს:

“ეს არის კოლეგის და მეგობრის დიდი სიყვარულის და პატივისცემის სახალხოდ გამოხატვა – როცა ერთი წლით უმცროს კოლეგას ფეხზე დგომა არ შეუძლია და შენ ზემოდან კი არ დაჰყურებ, არამედ დაიჩოქებ, რომ მასთან საუბარი შეძლო.

რამდენ ჩვენგანს შეგვიძლია ასე მოქცევა?!

დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ დიდი ხელოვანი და დიდი ადამიანი – საქართელოს სახალხო არტისტი ნოდარ მგალობლიშვილი – წერს ბონდო მძინარაშვილი.

30 მარტს ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა და კოლეგებმა გააცილეს.

ნოდარ მგალობლიშვილი, რომლის კარიერას არაერთი როლი უკავშირდება, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯემალ კასრაძის ფოტო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g