LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ ხანს გეგმავენ რუსი მიგრანტები საქართველოში დარჩენას – TBC Capital

140
ტურისტი 1

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსული მიგრანტების 35% საქართველოში დარჩენას 2 წელზე მეტხანს აპირებს. ამის შესახებ TBC Capital-ის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევა ემყარება გასული წლის დეკემბერში TBC Bank-ის მიერ გამოკითხული რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მომხმარებლების პასუხებს, საიდანაც ძირითადი წილი (90%) რუსეთიდან შემოსულ ადამიანებზე მოდის.

დოკუმენტის მიხედვით, გამოკითხულთა 33%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რამდენ ხანს დარჩება საქართველოში, 15% ქვეყანაში ყოფნას 1-2 წლით გეგმავს. 9% ვარაუდობს, რომ საქართველოში 6 თვეზე ნაკლები დროით გაჩერდება. ამავე ოდენობის გამოკითხულები 6-12 თვით დარჩენას აპირებენ.

ამასთან, გამოკითხულების 48% ამბობს, რომ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს, 29% – ქართულში, 22% – რუსულში, 2% კი – ბელარუსულში.

 

4 თვეში რუსეთიდან საქართველოში $838 მილიონზე მეტი გადმოირიცხა – ეროვნული ბანკი

ტურისტული პაკეტები საქართველოში, პირდაპირი რეისებით, შესაძლოა, უახლოეს ორ კვირაში გამოჩნდეს – რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია

2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 304 მოქალაქე იმიგრირდა – ჯამში იმიგრანტთა რიცხვი 142.9%-ით გაიზარდა 

2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6062 ბინა იყიდეს – როგორია მონაცემები წელს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g