LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამდენად შესაძლებელია შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სამხედრო ბაზა ააშენოს?” – რა უპასუხა კელი დეგნანმა ინტერნეტმომხმარებლებს

204
keli-degnani_w_h

“რამდენად შესაძლებელია შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სამხედრო ბაზა ააშენოს” – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ინტერნეტმომხმარებლებისთვის საელჩოს ფეისბუკ კონფერენციაში, რომელზეც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა კითხვას, რომელიც საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობას ეხებოდა.

ელჩის თქმით, საქართველოს უკვე აქვს “რაღაც ამის ძალიან მსგავსი” .

მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეერთებული შტატები დიდ ძალისხმევას სწევს.

“საქართველოსთან შეერთებული შტატების თანამშრომლობა თავდაცვის მიმართულებით უკვე ძალიან მჭიდროა. საქართველოში ძალიან ხშირად იმყოფებიან ამერიკის ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც აქ ატარებენ წვრთნებს, ხშირად ჩამოდიან ამერიკული ხომალდები და ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო მიმართულებით არის ძალიან დიდი და ეს გაგრძელდება.

მნიშვნელოვანია იმ შთამბეჭდავი პროგრესის აღნიშვნა, რაც საქართველოს არმიას აქვს ბოლო ათწლეულების განმავლობაში: თუკი ადრე საქართველო იყო თანამასპინძელი დიდი წვრთნების და სავარჯიშოების ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, ახლა საქართველო უკვე დამოუკიდებლად მასპინძლობს დიდი, მრავალეროვნულ, კომპექსურ წვრთნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ნატოს სტანდარტებისადმი ქართული ჯარის თავსებადობისთვის, ასევე მისი საომარ მზადყოფნაში ყოფნისთვის.

შეერთებული შტატები გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და რითიც ამას ვადასტურებთ, არის ჩვენი მუდმივი ძალისხმევა, დაგეხმაროთ თვდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში” – თქვა კელი დეგნანმა ონლაინ კონფერენციაზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g