LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ადამიანია დღეის მონაცემებით ჩართული საპენსიო სააგენტოს საპენსიო სქემაში – სახალხო პლატფორმა

476
გოგა-მელიქიძე

რამდენი ადამიანია დღეის მონაცემებით ჩართული საპენსიო სააგენტოს საპენსიო სქემაში – ამის შესახებ გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ისაუბრა.

რამდენი ადამიანია დღეის მონაცემებით ჩართული საპენსიო სააგენტოს საპენსიო სქემაში?

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 566 ათასი ადამიანია. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 13.879-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 53.3 მლნ ლარი. საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 5.8 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.35 მლრდ ლარს გადააჭარბა.

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სექტემბერში 1 წელზე მეტი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 16.98% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 15.12% და 12.64% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. სექტემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 53%, დაბალანსებულში 32%, ხოლო კონსერვატიულში 18% იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g