LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი იქნება ენერგეტიკაში გარანტირებული სიმძლავრის ტარიფი?

107

საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივის წესით “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი მოამზადა. კანონპროექტის მიღების მიზანია გარანტირებული სიმძლავრის საფასურის რეგულირებაში ცვლილებების შეტანა იმისათვის, რომ სამართლიანად გადანაწილდეს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯები გარანტირებული სიმძლავრის საფასურსა და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს შორის.

”როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს სამართლებრივ სივრცეში, ენერგეტიკაში მოქმედებს გარანტირებული სიმძლავრის მოდელი. ეს კანონპროექტი სწორედ ამ სიმძლავრის საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გარკვეული ელემენტების ცვლილებას ეხება. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მარეგულირებელი კომისიის მიერ ორსაფეხურიანი ტარიფი აქვს დადგენილი. პირველი საფეხური ეს არის სიმძლავრის საფასური, რომელსაც ბაზრის მონაწილეები კონკრეტულ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს უხდიან. ხოლო მეორე საფეხური უშუალოდ ელექტორენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯია”, – განმარტა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს, რომ საქართველოს მთავრობას უფლება მიეცეს, რომ  გარანტირებული სიმძლავრის წყაროს სიმძლავრის საფასურად მისაღები შემოსავლის პროცენტული ოდენობა დაუდგინოს, ხოლო დანარჩენი, რომელიც ამ სიმძლავრის საფასურში არ მოხვდება, მარეგულირებელი კომისიის მიერ გადატანილი იქნება ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში.

”ეს ცვლილება, კონკრეტულად, 2010 წლის შემდეგ აშენებულ თბოელექტროსადგურებს შეეხება და მთავრობის უფლებამოსილება, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, სიმძლავრის საფასური შემცირდეს და ეს მოკლებული შემოსავალი გადატანილი იქნება ელექტროენერგიის ტარიფში”, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ნოემბრის თვიდან გარანტირებული სიმძლავრის წყაროს სტატუსი შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიენიჭა, რომელიც ახალი ინვესტიციის შედეგად შექმნილ აქტივს წარმოადგენს, და, შესაბამისად, მისთვის დადგენილმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა საშუალოდ 3,5-ჯერ გაზარდა საბითუმო ბაზრის მონაწილე სუბიექტების მიერ გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები