2 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ კახა მამულაშვილი (მამულიჩა) სტუმრობდა, რომელმაც რომში მოგზაურობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კახა, მოგვიყევი რომში მოგზაურობის და საფეხბურთო მატჩის შესახებ, რომელსაც შენ და ლელა დაესწარით.
წავედი კახი მამულაშვილი და ჩამოვედი ბიძინა ბარათაშვილი (იცინის). ვთვლი, რომ ასეთ თამაშზე, როცა შენი ემოციების გამოხატვის საშუალება არ გაქვს, წასვლას აზრი არ აქვს, თან მე ხომ ძალიან ემოციური კაცი ვარ და ძალიან გამიჭირდა, ვერც გოლი აღვნიშნე, ვერაფერი, ვიჯექი საწყლად.
სამომავლო გეგმები როგორია?
ლელა აგრძელებს მუშაობას, ახლა, რუსა მორჩილაძის ორ სიმღერას ვწერთ ბორიკო შხიანთან. ერთი არის დუეტი რუსასთან და ერთი ლელას სოლო სიმღერაა.
რომელ სიმღერებზეა საუბარი?
ერთი სიმღერა „აიარა“ ძალით წამოვიღე. რამდენი ხანი ვიომე, რომ ეს სიმღერა წამომეღო და ბოლოს მაინც ჩემსას მივაღწიე. „ალალ მე“-ზე არ გამჭირვებია ისე, როგორც ამაზე. ლელა სხვანაირად გააჟღერებს ამ სიმღერას.