ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოებსა და ოცნებებს გვიზიარებს.
„ნუკი კოსმეტიკსის“ დამფუძნებელი, აღნიშნავს, რომ პატარა ნუკის ყველა ოცნება აუსრულდა.
„ზოგჯერ ზედმეტად კრიტიკულები რომ ვართ საკუთარი თავის მიმართ, უნდა წარმოიდგინოთ ჩვენ თვითონ როგორ ვიამაყებდით საკუთარი თავებით პატარობისას რომ გვცოდნოდა რამდენს გავივლიდით და რამდენს ვიზამდით. ამ ტრენდმა დამანახა რამდენი რაღაც გაუხარდებოდა პატარა ნუკის ახლანდელ ჩემს ცხოვრებაში რომ ჩაეჭყიტა. იამაყეთ თქვენი თავებით ყოველ დღე, არ უღალატოთ თქვენს პატარა თავებს,“ – წერს ნუკი კოშკელიშვილი.








