LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღეში, ყველა ვარიანტში, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით: მამუკა მდინარაძე

105
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან და შეთანხმებას მიაღწევენ.

მისი განცხადებით, რაც არ უნდა ეცადოს ოპოზიცია, რომ “დამონტაჟებული ჩანაწერი” მოლაპარაკებების მაგიდიდან გასასვლელად გამოიყენოს, მოლაპარაკებები ამ დღეების განმავლობაში მაინც გაიმართება. მოლაპარაკებების გარანტიად მდინარაძე ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ასახელებს.

ხელისუფლებას არ მივცემთ დამატებით საბაბს მოლაპარაკებები ჩაშალოს – რაზე შეჯერდა ოპოზიცია 

„ვფიქრობ, რამდენიმე დღეში, ყველა ვარიანტში, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით და ამის ერთ-ერთი გარანტია არის ის, რომ შარლ მიშელმა – ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა ითავა მედიაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა 2010-2011 წლის კუდ-ის მიერ მოპოვებული, მერე დამონტაჟებული, ამოჭრილი ფრაზებით და სიტყვებით შეკოწიწებული ჩანაწერი გამოაგდონ და გამოიყენონ საბაბად, რომ გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდიდან, ჩვენ ყველა ვარიანტში ამ დღეების განმავლობაში, დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის გარანტია ჩემი აზრით არის, მათ შორის, ისეთი პერსონა, როგორიც არის შარლ მიშელი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, რადგან მოლაპარაკებაზე როცა სხდებიან მხარეები, მათ უწევთ კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა. ამას მხოლოდ ოპოზიციაზე არ ვამბობ, ჩვენზეც ვლაპარაკობ, ჩვენ არაერთი კომპრომისული წინადადება უკვე დავაყენეთ, მივიტანეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები და ამას ალტერნატივა არ აქვს,”- აცხადებს მდინარაძე.

“ბიძინა რომ მოვიდეს მოლაპარაკებებზე არ დავჯდებით? მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა?” – ელენე ხოშტარია

“ვუშვებ, რომ ეს ჩანაწერები საჯარო სივრცეში მოხვდა სწორედ იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს” – იაგო ხვიჩია

magti 5g